ტრამპის იურისტები მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა სპეცპროკურორის შეკითხვებს წერილობითი ფორმით უპასუხოს
ტრამპის იურისტები მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა სპეცპროკურორის შეკითხვებს წერილობითი ფორმით უპასუხოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იურისტები დაჟინებით მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა სპეცპროკურორის, რობერტ მიულერის შეკითხვებს, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით, წერილობითი ფორმით უპასუხოს. ამის შესახებ გამოცემა ვაშინგტონ პოსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ადვოკატები შიშობენ, რომ მიულერთან ხანგრძლივი საუბარი პრეზიდენტს დაუცველს გახდის, ამას გარდა იურისტები დარწმუნებული არ არიან, რომ დონალდ ტრამპი დაკითხვისას ზედმეტს არაფერს იტყვის ან არ შეეცდება ფიცის ქვეშ ცრუ განცხადების გაკეთებას.

“ვაშინგტონის პოსტის” ინფორმაციით, ტრამპის იურისტებმა რობერტ მიულერს სხვადასხვა დოკუმენტები მიაწოდეს, სადაც მოკლედ არის ასახული სამსახურეობრივი ჩანაწერები, ელექტრონული მიმოწერა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკლ ფლინისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს, ჯეიმს კომის გათავისუფლებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

პრეზიდენტის უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ მიწოდებული მასალები გამოძიების ყველა კითხვას გასცემს პასუხს.