ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰააგის სასამართლოს ოთხი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების საპასუხოდ, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკომისია სრულად უჭერს მხარს ჰააგის სასამართლოს
European Commission President Ursula von der Leyen speaks during a press statement at the Berlaymont building in Brussels on March 10, 2020. (Photo by Kenzo TRIBOUILLARD / AFP) (Photo by KENZO TRIBOUILLARD/AFP via Getty Images)
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ევროკომისია სრულად უჭერს მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მის თანამდებობის პირებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აკავებს მსოფლიოში ყველაზე მძიმე დანაშაულების ჩამდენებს და მსხვერპლებს საშუალებას აძლევს, გააჟღერონ თავიანთი ხმა. ის უნდა იყოს თავისუფალი, იმოქმედოს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ჩვენ ყოველთვის დავდგებით გლობალური სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის გვერდით“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.
The Commission fully supports the @IntlCrimCourt & its officials.
The ICC holds perpetrators of the world’s gravest crimes to account & gives victims a voice.
It must be free to act without pressure.
We will always stand for global justice & the respect of international law.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 6, 2025