ტრამპის ადმინისტრაცია განათლებისა და შრომის დეპარტამენტების გაერთიანებას გეგმავს
ტრამპის ადმინისტრაცია განათლებისა და შრომის დეპარტამენტების გაერთიანებას გეგმავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განათლებისა და შრომის დეპარტამენტების გაერთიანებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება მისი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, როცა დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ პრეზიდენტის კანდიდატის სტატუსით ამომრჩეველს ფედერალურ მთავრობაში რეორგანიზაციას ჰპირდებოდა.

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ამერიკული მედიასაშუალება ABC News წერს, რომ დონალდ ტრამპმა რეორგანზიაციის პროცესის დაწყება განათლებისა და შრომის დეპარტამენტების გაერთიანებით გადაწყვიტა. ABC News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივად ხარჯვის შესამცირებლად რეორგანიზაცია და მოდერნიზაცია აუცილებელია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ 19 ფედერალური აღმასრულებელი დეპარტამენტია.