ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ებრაელი და ისრაელელი სტუდენტების სამოქალაქო უფლებები დაარღვია

17:49, 30.06.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს აცნობა, რომ, გამოძიების შედეგების თანახმად, უნივერსიტეტმა ებრაელი და ისრაელელი სტუდენტების მიმართ მოპყრობისას ფედერალური სამოქალაქო უფლებების შესახებ კანონი დაარღვია.

ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.

„ადეკვატური ცვლილებების დაუყოვნებლივ განხორციელებაზე უარის თქმა გამოიწვევს ყველა ფედერალური ფინანსური რესურსის დაკარგვას და კვლავაც იმოქმედებს ჰარვარდის ურთიერთობაზე ფედერალურ მთავრობასთან“, – ნათქვამია ტრამპის ადამინისრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ალან გარბერისადმი გაგზავნილ წერილში.

მსგავსი