ტრამპი - სანქციები რჩება, მაგრამ ჩვენი საქმე ჩრდილოეთ კორეასთან კარგად მიდის
ტრამპი - სანქციები რჩება, მაგრამ ჩვენი საქმე ჩრდილოეთ კორეასთან კარგად მიდის

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მეორე შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი შეხვედრის ადგილზე ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

„მათ სურთ შეხვედრა, ჩვენც გვსურს შეხვედრა. ვნახოთ, რა გამოვა. სანქციები რჩება, მაგრამ ჩვენი საქმე ჩრდილოეთ კორეასთან კარგად მიდის“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის პირველი ისტორიული სამიტი 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართა. ერთობლივ განცხადებაში, კიმ ჩენ ინმა ბირთვული განიარაღების, დონალდ ტრამპმა კი თავის მხრივ ფხენიანისთვის უსაფრთხოების გარანტიების მზადყოფნა დაადასტურა.