ტრამპა ერდოღანს მოუწოდა, ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შეზღუდოს
ტრამპა ერდოღანს მოუწოდა, ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შეზღუდოს

სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია და ტერორიზმის საფრთხე აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის მთავარი თემა იყო.

დონალდ ტრამპმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მოუწოდა, ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შეზღუდოს და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რამაც შესაძლოა, ამერიკელ და თურქ სამხედროებს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს.

თვის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა თეთრი სახლის ლიდერს მოუწოდა, ქურთული სამხედრო ჯგუფებისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტოს. თურქეთის ქალაქ კილისში სარაკეტო დარტყმებს, რომელიც სირიის პროვინცია აფრინიდან განხორციელდა, ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 13.

ქალაქი თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარეობს. წინასწარი მონაცემებით, რაკეტა მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.