ნიუ იორკში მდებარე ცათამბჯენ „ტრამპ თაუერში“ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა – ინფორმაცია ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ჟურნალისტების ცნობით, მოქალაქე, რომელიც ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მძიმე დამწვრობების შედეგად გარდაიცვალა.
ნიუ იორკის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, საავადმყოფოში რჩება კიდევ 4 მეხანძრე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ტრამპ თაუერში“, 50-ე სართულზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობი რჩება. ცნობილია, რომ ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.