დონალდ ტრამპი ყოფილ მრჩეველს კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებაში ადანაშაულებს
დონალდ ტრამპი ყოფილ მრჩეველს კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, მისმა ყოფილმა მრჩეველმა სტივენ ბენონმა „ჭკუა დაკარაგა“.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიამ გაავრცელა ბენონის ციტატა ახალი წიგნიდან, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ტრამპის შვილის რუსებთან შეხვედრას “ღალატად“ აფასებს.

როგორც მაიკლ უოლფის ახალი წიგნიდან ირკვევა, ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა 2016 წელს, „ტრამპ თაუერში“ დონალდ ტრამპის ვაჟისა და მისი საარჩევნო შტაბის წევრების რუსეთთან შეხვედრას “არაპატრიოტული და ღალატის ტოლფასი საქციელი” უწოდა.

როგორც მედია ამტკიცებს, ამ შეხვედრაზე ტრამპის გუნდის წევრებს რუსი ადვოკატისგან ჰილარი კლინტონის შესახებ მაკომპრომიტირებელი მასალები უნდა მიეღოთ.

პრეზიდენტი და ამ შეხვედრის ყველა მონაწილე ამ ცნობებს უარყოფს.

პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, ტრამპი სტივენ ბენონს „კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებაში“ სდებს ბრალს.

შესაბამისი წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უკვე გაუგზავნეს.

თავად პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ სტივენ ბენონმა „სამსახურთან ერთად, ჭკუაც დაკარგა“.

თეთრ სახლში ტრამპის შესახებ ახალ წიგნში მოთხრობილ ამბებს „გამოგონილი“ უწოდეს და წიგნი ტაბლოიდს შეადარეს.

აშშ-ის პრეზიდენტის ახლა უკვე ყოფილი მრჩეველი სტივენ ბენონი  ტრამპის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ და თეთრ სახლში გავლენიან მოთამაშედ ითვლებოდა.

ბენონმა თანამდებობა აგვისტოში დატოვა.