ტრაილერის მძღოლებისთვის თურქეთიდან საქართველოში შემოსვლის პირობები მკაცრდება
ტრაილერის მძღოლებისთვის თურქეთიდან საქართველოში შემოსვლის პირობები მკაცრდება

ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულო სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საკუთარ მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში შემოსვლისას დაწესებულ ახალ რეჟიმზე  აწვდის ინფორმაციას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატვირთო ავტომობილების, ე.წ. ტრაილერის მძღოლებს საზღვრის კვეთისას პასპორტის წარდგენა მოუწევთ. განცხადების თანახმად, ამ დროისთვის თურქეთიდან საქართველოში შესვლა ნებადართული არ არის მათთვის, ვისაც საპასპორტო მონაცემებით, ბოლო 21 დღის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში ან იტალიაში ვიზიტი უფიქსირდება.

განცხადების თანახმად, აღნიშნული ზომები შესაძლოა, შეიცვალოს.

დატოვე კომენტარი