„ტრაიბეკას“ კინოფესტივალის ვებგვერდზე ლევან კოღუაშვილის ფილმის „ბრაიტონის 4“-ის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნდა
„ტრაიბეკას“ კინოფესტივალის ვებგვერდზე ლევან კოღუაშვილის ფილმის „ბრაიტონის 4“-ის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნდა

ტრაიბეკას“ კინოფესტივალის ვებგვერდზე ლევან კოღუაშვილის ფილმის „ბრაიტონის 4“-ის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნდა.

„მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში წასული ქართველი მოჭიდავის ისტორიას გვიყვება. ფილმში მთავარ როლს ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს.

ყოფილი ჩემპიონი მოჭიდავე კახი (ლევან თედიაშვილი, ყოფილი ოლიმპიელი) ყოველთვის კეთილსინდისიერად ზრუნავს ოჯახზე და ფილმში სახელწოდებით „ბრაიტონის 4“, ეს მას საკონტინენტთაშორისო მოგზაურობამდე მიიყვანს. მას შემდეგ, რაც ის მოემზადება ძმის მიერ კაზინოში წაგებული ფულის დასაბრუნებლად, კახი ტოვებს თავის სახლს საქართველოში, რათა მოინახულოს შვილი სოსო (გიორგი ტაბიძე), რომელიც ბრუკლინის შემოგარენში ცხოვრობს. როდესაც კახი პანსიონატში დასახლდება სოსოსთან ერთად, ის შეხვდება თანამემამულე იმიგრანტებს და გაიგებს, რომ სოსოსაც აქვს დაგროვილი ვალი 14 000 დოლარი. ეს თანხა მის შვილს ადგილობრივი მაფიის ბოსისთვის (იური ზური) აქვს გადასახდელი და ეს წარმოადგენს დაბრკოლებას სოსოს მომავლისთვის სამედიცინო სფეროში.

ტრაიბეკას“ ფესტივალის მონაწილე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორი ლევან კოღუაშვილი, რომელის ფილმი „ქუჩის დღეები“, წარმოდგენილი იყო საუკეთესოდ უცხოურენოვან ფილმებს შორის ოსკარის ცერემონიალზე, დაბრუნდა ფესტივალზე ამ მგრძნობიარე ისტორიით, რომელიც მაყურებელს გადარჩენისთვის ბრძოლის ისტორიას უყვება. ეს ისტორია გაჯერებულია თანაბარი წილი სერიოზულობითა და ზედაპირულობით. ოჯახისა და თანამემამულეთა საზოგადოებას შეიძლება შექმნას დამცავი, იმ სამყაროში, რომელიც სულ სხვანაირია, რაც კახის აზრით, კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენს, რათა მან შვილის მომავლისთვის და მეორე შანსისთვის იბრძოლოს“, – ამბობს ფრანგი კრიტიკოსი ფრედერიკ ბოერი.

ლევან კოღუაშვილის ფილმმა, რომელიც საქართველოს პირველი არხის თანაპროდიუსერობით შეიქმნა, ნიუ იორკში, „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა. კინოსურათი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგია. „მეოთხე ბრაიტონის“ თანაპროდიუსერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე.

ლევან კოღუაშვილი ტიშის ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებულია. მისი სადებიუტო ფილმის „ქუჩის დღეების“ პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. მისი შემდეგი ფილმი „შემთხვევითი პაემნები“ კი უკვე ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს, „ბრაიტონის 4“ კოღუაშვილის მესამე ფილმია.

დატოვე კომენტარი