Trading Economics-ის მონაცემებით, ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნავთობის ფასი მცირდება
Trading Economics-ის მონაცემებით, ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნავთობის ფასი მცირდება

Trading Economics-ის მონაცემებით, ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნავთობის ფასი მცირდება. 17 ივნისს ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 75 დოლარზე მცირედით მეტი შეადგინა.

Trading Economics-ის მონაცემებით, ერთი ბარელის ფასი დაახლოებით 75.3 დოლარი იყო.

ამასთან, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 78.3 დოლარს შეადგენდა.

საერთო ჯამში, წინა სამუშაო დღესთან შედარებით, ნავთობის ფასები დაახლოებით ერთი დოლარით შემცირდა.

ცნობისთვის, 15 ივნისის აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა და ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.