„თქვენ ჩემპიონები ხართ“ - ცნობილი ჰიტის ახალი ვერსია „ქუინმა“ და ადამ ლამბერტმა იზოლაციის პირობებში ჩაწერეს

ჯგუფმა „ქუინმა“ და ადამ ლამბერტმა ცნობილი ჰიტი „ჩვენ ჩემპიონები ვართ“ ახალი სახელწოდებით „თქვენ ჩემპიონები ხართ“ იზოლაციის პირობებში ჩაწერეს. სიმღერა ექიმებსა და კორონავირუსის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე მყოფ ადამიანებს მიუძღვნა.

ჯგუფი „ქუინი“ და ადამ ლამბერტი ევროპულ ტურს გეგმავდნენ, თუმცა პანდემიის გამო ის ჩაიშალა. ახლა ისინი „კოვიდ-19“-ზე რეაგირების სოლიდარობის ფონდისთვის თანხის მობილიზებას ცდილობენ.