„თოვლის საერთაშორისო დღეს“ წელს პირველად ბაკურიანიც შეუერთდა
„თოვლის საერთაშორისო დღეს“ წელს პირველად ბაკურიანიც შეუერთდა

„თოვლის საერთაშორისო დღეს“ წელს პირველად დაბა ბაკურიანიც შეუერთდა.

დღესასწაულს, რომელიც ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება, საქართველო უკვე მეშვიდე წელია აღნიშნავს.

ბაკურიანში ბავშვებმა „თოვლის საერთაშორისო დღე“ გასართობ ცენტრ „ჯოილენდში“ აღნიშნეს.

ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის ინიციატივით კი სხვადასხვა სახალისო შეჯიბრებები 14 წლამდე ასაკის ბავშვებში გაიმართა.

ღონისძიებაში 300-მდე მოზარდი მონაწილეობდა. დღის ბოლოს კი შეჯიბრში გამარჯვებულები გამოვლინდნენ და მათ სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

„თოვლის საერთაშორისო დღე“ დაბა ბაკურიანში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.