თოვლის მაღალი საფარის გამო, აჭარის მაღალმთიანეთში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა
თოვლის მაღალი საფარის გამო, აჭარის მაღალმთიანეთში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. ყველაზე მეტი ნალექი ქედაში მოვიდა, სადაც თოვლის საფარმა დაბლობში 20 სმ-ს, მაღალ სოფლებში კი, 70 სმ-ს მიაღწია.

ქედის მერიის ცნობით, გზების გაწმენდითი სამუშაოები ექვსი მიმართულებით მიმდინარეობს. თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.

„მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელია. აჭარის გზების დეპარტამენტი დილიდან აწარმოებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს, ამ ეტაპზე ექვსი მიმართულებით. მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ამ დროისთვის ნაწილობრივ მიეწოდება, მიმდინარეობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მობილური ჯგუფების მიერ აღდგენითი სამუშაოები“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი