თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმული ყაზანი-თბილისის რეისის მგზავრი დააკავეს
თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმული ყაზანი-თბილისის რეისის მგზავრი დააკავეს

თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმული ყაზანი-თბილისის რეისის მგზავრი დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. აღმოჩნდა, რომ საზღვრის გადაკვეთას 23 წლის მამაკაცი სხვისი პასპორტით ცდილობდა. კერძოდ, მესაზღვრეს მან საკუთარი ძმის პასპორტი წარუდგინა.

სავარაუდოდ, მგზავრს იმედი ჰქონდა, რომ სამართალდამცავები ყურადღებას მის ჩაცმულობას და არა გარეგნობას მიაქცევდნენ.

იჟევსკის მცხოვრები თბილისში ვერ ჩამოვიდა. მის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.