„ტოტენჰემს“ „რენთან“ ტექნიკური წაგება ჩაეთვალა - ლონდონური კლუბი კონფერენციის ლიგას გამოეთიშა #1TVSPORT
„ტოტენჰემს“ „რენთან“ ტექნიკური წაგება ჩაეთვალა - ლონდონური კლუბი კონფერენციის ლიგას გამოეთიშა #1TVSPORT

უეფა-მ მიიღო გადაწყვეტილება კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩზე, რომელშიც „ტოტენჰემს“ საკუთარ მოედანზე უნდა ეთამაშა „რენის“ წინააღმდეგ.

შეხვედრა არ ჩატარდა ლონდონურ კლუბში კორონავირუსის აფეთქების გამო.

უეფა-მ დაადგინა, რომ მატჩი „ტოტენჰემის“ მიზეზით არ გაიმართა, რის გამოც ინგლისურ კლუბს ჩაეთვალა ტექნიკური წაგება – 0:3.

ასე რომ, „რენმა“ ჯგუფში 14 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, „ვიტესი“ 10 ქულით მეორეზე გავიდა. „ტოტენჰემს“ დარჩა შვიდი ქულა, ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და ტურნირს გამოეთიშა.