„ტოტენჰემმა“ „ვოლფსბერგერი“ ევროპალიგიდან გამოთიშა - ლონდონში ორივე ქართველმა ითამაშა
„ტოტენჰემმა“ „ვოლფსბერგერი“ ევროპალიგიდან გამოთიშა - ლონდონში ორივე ქართველმა ითამაშა

ევროპის ლიგის 1/16-ფინალის განმეორებით შეხვედრაში ავსტრიული „ვოლფსბერგერი“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ლონდონში „ტოტენჰემს“ ესტუმრა, დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ლუკა ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გურამ გიორბელიძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.

ავსტრიელებმა ლონდონელთათვის წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდის უპირატესობა აშკარა იყო. ანგარიში მე-10 წუთზე დელე ალიმ ლამაზი „მაკრატელათი“ გახსნა. 59-ე წუთზე კარლოს ვინიციუსმა „ტოტენჰემის“ უპირატესობა გაზარდა, სხვაობა სამამდე 73-ე წუთზე გარეთ ბეილიმ გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე ისევ ვინიციუსმა დააფიქსირა 4:0.

ლონდონელებმა პირველი მატჩი ავსტრიაშიც დიდი უპირატესობით მოიგეს (4:0), ორი მატჩის ჯამში დიდ უპირატესობას მიაღწიეს (8:1) და ევროპის ლიგის მერვედფინალში ითამაშებენ.

დატოვე კომენტარი