ტოტენჰემმა ისევ კეინისა და სონის წყალობით მოიგო (ვიდეო)
ტოტენჰემმა ისევ კეინისა და სონის წყალობით მოიგო (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტური „ბარნლისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრით დასრულდა. მატჩი ბარნლიში გაიმართა და სტუმრებმა 1:0 მოიგეს.

„ტოტენჰემს“ სამი ქულა ისევ ჰარი კეინისა და ჰეონ-მინ სონის დუეტმა მოუტანა. 76-ე წუთზე კორეელმა ინგლისელის პასით გაიტანა.

ორივემ ინგლისის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. კეინს ექვს ტურში „გოლი+პასი“ სისტემით 13 ქულა (5+8) დაუგროვდა. პრემიერლიგის სეზონის ამ სტადიისთვის ასეთი მაჩვენებლი აქამდე არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.

რაც შეეხება სონს, ის პირველი ფეხბურთელია ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში, ვინც სეზონის პირველ სამ გასვლით მატჩში ექვს გოლზე მეტი გაიტანა. კორეელი რვა გოლით ლიდერობს ბომბარდირთა დავას, აქედან შვიდი გოლი მან სტუმრად გაიტანა.

„ტოტენჰემმა“ 11 ქულა დააგროვა და პრემიერლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზეა. „ბარნლი“ ერთი ქულით მე-18 პოზიციაზე იმყოფება.

დატოვე კომენტარი