„ტოტენჰემის“ მწვრთნელი ტომას ფრანკი - მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან შეხვედრაში ყველაფერი გავაკეთეთ #1TVSPORT
„ტოტენჰემის“ მწვრთნელი ტომას ფრანკი - მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან შეხვედრაში ყველაფერი გავაკეთეთ #1TVSPORT

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ფრანკმა „პარი სენ-ჟერმენთან“ უეფა-ს სუპერთასის შეხვედრში მარცხის შესახებ ისაუბრა.

დანიელი სპეციალისტის თქმით, მისმა „ტოტენჰემმა“ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან შეხვედრაში ყველაფერი გააკეთა.

„ყველაფერი გავაკეთეთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან დაპირისპირებაში. მიუხედავად მათი მაღალი კლასისა, 75-80 წუთის განმავლობაში რეალური საფრთხე ვერ შეგვიქმნეს და ამით ძალიან ვამაყობ.

პენალტები? ყველა გამბედავია, ვინც დარტყმის პასუხისმგებლობა აიღო. ფეხბურთში მცირე დეტალები წყვეტს ყველაფერს. ისინი ზეწოლას არ წყვეტდნენ, ჩვენ ვიცავდით თავს, მაგრამ შორიდან დარტყმით გაგვიტანეს. პირველმა გატანილმა გოლმა მათ ენერგია შემატა.

პსჟ-თან ძირითად დროში 2:2 ძალიან კარგი შედეგია. წინასწარ რომ გვცოდნოდა, ფრედ ვითამაშებდით და შემდეგ პენალტებში წავაგებდით, ბევრი კარგ შედეგად ჩათვლიდა. მატჩი პოზიტიურად უნდა შევაფასოთ, თუმცა 80 წუთი ამ გუნდის დასამარცხებლად საკმარისი არ არის.

ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. ფეხბურთელების სახეზე იმედგაცრუება მკაფიოდ ჩანდა. ბევრი ვიმუშავეთ და გვინდა, რომ ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ვიბრძოლოთ. ამისთვის ძალები სწრაფად უნდა აღვიდგინოთ. მე და ფეხბურთელები მზად ვიქნებით“, – განაცხადა ფრანკმა.