„ტოტენჰემი“ სონს გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს
„ტოტენჰემი“ სონს გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს

„ტოტენჰემი“ ფორვარდ ჰეონ-მინ სონისთვის ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება, – ამის შესახებ დაწერა „დეილი მეილმა“.

28 წლის კორეელის ამჟამინდელი ხელშეკრულება ლონდონურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულში იწურება. ფეხბურთელის დასაყოლიებლად „ტოტენჰემი” მზად არის გაზარდოს სონის ხელფასი კვირაში 150 ათასი ფუნტამდე. დღეს, ფორვარდი კვირაში 140 ათას ფუნტს იღებს.

სონი „ტოტენჰემში“ 2015 წლის ზაფხულში „ლევერკუზენიდან“ გადავიდა. იქედან მოყოლებული, მან ლონდონურ კლუბში 236 მატჩი ჩაატარა, 93 გოლი გაიტანა და 51 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ამ სეზონში აზიელს პრემიერლიგაში შვიდი გოლი დაუგროვდა.