„ტორპედოში“ საკადრო სიახლეებია - გუნდი ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა დატოვა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ბიორნ იონსენმა და მასთან ერთად კიდევ ხუთმა მოთამაშემ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა.
ბიორნ იონსენმა „ტორპედოს“ მაისურით 34 თამაშში 23 გოლი გაიტანა და ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და თავდამსხმელი გახდა. ქუთაისის „ტორპედოში“ აღარ ითამაშებენ ასევე სხვა გამორჩეული ლეგიონერებიც – მომო იანსანე და აურო ჟუნიორი.
ცოტა ხნის წინ გუნდი გია მანჯგალაძემ დატოვა და ლაშა შერგელაშვილმა დატოვეს, ეს უკანასკნელი წყალტუბოს „სამგურალში“ ჩაირიცხა. სოციალურ ქსელში განცხადება გიორგი მჭედლიშვილმაც გაავრცელა.
„სუპერთასი და საქართველოს თასის – ეს ყველაფერი ორწელიწად-ნახევარში. ვემშვიდობები ქუთაისის „ტორპედოს“, დიდი მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს და მთელ პერსონალს. განსაკუთრებული მადლობა „ჯუნგლებს“. წარმატებები“, – დაწერა გამოცდილმა მარჯვენა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად 57 წლის გერმანელი მწვრთნელი დირკ შუსტერი ინიშნება, რომელიც საქართველოშია და კლუბი მასთან შეთანხმებას უახლოეს ხანში გამოაცხადებს.