„ტორპედოში“ ახალი ჯგუფი მივიდა - გუნდი ჯერ ოფიციალურად არ გასხვისებულა #1TVSPORT
„ტორპედოში“ ახალი ჯგუფი მივიდა - გუნდი ჯერ ოფიციალურად არ გასხვისებულა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი სპონსორი ჰყავს – ეს გუნდის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი. მაგრამ ლაპარაკია სპონსორობაზე და არა – მფლობელობაზე.

„დღეს საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსა“ და კომპანია „ნიუ ვიჟენს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად კომპანია „ნიუ ვიჟენი“ სპონსორობას გაუწევს „ტორპედოს“. ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარებულია. ქუთაისის „ტორპედოს“ სახელით სპონსორობისთვის კომპანია „ნიუ ვიჟენს“ დიდ მადლობას ვუხდით“, – წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუნდის შეძენა „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის“ პრეზიდენტს, აიეტ კუკავას სურს, რომელსაც ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებს შეხვდა და საკუთარ გეგმებზე ელაპარაკა.

მოკლედ, „ნიუ ვიჟენის“ რექტორი დავით კერესელიძე გუნდის ახალი სპონსორია. ჩვენი ინფორმაციით, მასაც საინტერესო პროექტი გააჩნია. მაგრამ ჯერ გუნდი არც მისთვის და არც სხვისთვის არ გადაუციათ.