„ტორპედოს“ ოფიციალური გვერდი - გაუსაძლისი პირობების გამო ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს
„ტორპედოს“ ოფიციალური გვერდი - გაუსაძლისი პირობების გამო ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს
„კლუბში და სამწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს“ – ეს ინფორმაცია სულ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა.
 
ქუთაისის „ტორპედო“ ბიზნესმენის, ზაზა ჩაჩავას საკუთრებაში იყო, მაგრამ გუნდის წინაშე არსებული დავალიანების გამო, ქუთაისის მერიამ მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა და „ტორპედოს“ ჩამორთმევა გადაწყვიტა. ჩაჩავა ვალებს არ აღიარებს და ქუთაისის მერიასა და მას შორის სასამართლო დავა წამოიწყო.
თუმცა, ერთი თვე გავიდა, საკითხი კი არ გარკვეულა და შესაბამისად, „ტორპედოს“ პრობლემებიც ვერ მოგვარდა. ამასობაში, მოთამაშეებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ზაფხულში დამატებული 10 ფეხბურთელი ბაზაზე ცხოვრობდა, მაგრამ რადგან ფული არაა, საცხოვრებელი პირობებიც აუტანელი გახდა და ვერ იკვებებიან. ფეხბურთელები თამაშსა და ვარჯიშზე უარს ამის გამო აცხადებენ.
დატოვე კომენტარი