„ტორპედოს” კაპიტანი ქართულ „კლასიკოზე” - „დინამოსთან” მოგება გაგვაძლიერებს
„ტორპედოს” კაპიტანი ქართულ „კლასიკოზე” - „დინამოსთან” მოგება გაგვაძლიერებს

პირველ აპრილს, ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-4 ტურისა და პირველი წრის ცენტრალური მატჩი გაიმართება: 16:00 საათზე, “დინამო არენა” ქართულ ”კლასიკოს” უმასპინძლებს – თბილისის ”დინამო” თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, ქუთაისის ”ტორპედოს” მიიღებს.

გუნდები თამაშისთვის ემზადებიან. მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი ქუთაისის “ტორპედოს” კაპიტანმა, ამ გუნდების შარშანდელი საჩემპიონო შეხვედრის გმირმა როინ კვასხვაძემ გააკეთა.

”თბილისის ”დინამოსთან” თამაშისთვის ვემზადებით და ვაცნობიერებთ, რა საპასუხისმგებლო მატჩი გველის. გუნდში კარგი განწყობაა და შევეცდებით, რომ გავიმარჯვოთ. ეს შემდეგ ტურებში ფსიქოლოგიურად წაგვადგება და უფრო თავდაჯერებულს გაგვხდის. გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ, მხარში დაგვიდგნენ და ეს დღე გაალამაზონ” – ამბობს კვასხვაძე.

შეგახსენებთ, რომ კვასხვაძე ეროვნული ლიგის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ვლადიმირ ვაისმა ლიტვა-ესტონეთთან 24 და 27 მარტს გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში გამოიძახა.