„ტორპედოს“ ბულგარელი ლეგიონერი – გუნდში ყველაფერია, რაც ფეხბურთელს განვითარებაში ეხმარება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ბულგარელი ახალწვეული მატეო სტამატოვი თვლის, რომ ახალ გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა შეუძლია.
27 წლის მარცხენა მცველმა ქუთაისელებთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა. ის ბულგარეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, 2022 წელს კი პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში.
„ჩემი „ტორპედოში“ გადმოსვლის მთავარი მიზეზი კლუბის დიდი ისტორია, გუნდში არსებული შესანიშნავი ატმოსფერო, თანამედროვე ბაზა, სტადიონი და ყველაფერი ის არის, რაც ფეხბურთელის განვითარებას ხელს უწყობს.
ვიცი, რომ ეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია. მინდა, „ტორპედოსთან“ ერთად ტიტულები მოვიგო და მოედანზე ჩემი თამაშით კლუბის ნდობა გავამართლო.
ჩემი მთავარი მიზანია, ამ გუნდისთვის ყველაფერი გავიღო და თითოეულ მატჩში ბოლომდე დავიხარჯო. დარწმუნებული ვარ, ღმერთისა და ჩვენი გულშემატკივრების დახმარებით, ყველა დასახულ მიზანს ერთად მივაღწევთ“, – ამბობს მატეო სტამატოვი.