„ტორპედოს“ არაბული გაზაფხული - ქუთაისელებმა ლეგიონერების გოლებით მოიგეს #1TVSPORT
„ტორპედოს“ არაბული გაზაფხული - ქუთაისელებმა ლეგიონერების გოლებით მოიგეს #1TVSPORT

ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩი გაიმართა – ერთმანეთს უშუალო კონკურენტები შეხვდნენ. ქობულეთის „შუქურამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარი საინტერესოდ წარიმართა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს და მათ წარმატებაში ლეგიონერებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს. 59-ე წუთზე, „ტორპედოს“ ალჟირელმა ლეგიონერმა მეჰდი ბუკასიმ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და ულამაზესი გოლი გაიტანა.

ქობულეთელები მატჩის დასრულებამდე ანგარიშის შემცირებას ცდილობდნენ, ამის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს – 90+2 წუთზე მცველის შეცდომით პალესტინელმა თავდამსხმელმა ფაზი ზიდანმა ისარგებლა და კარის წინ მარტო დარჩენილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „ტორპედოს“ სასარგებლოდ.

მაისში გამართულ ოთხ ტურში ქუთაისელებმა სამი მოიგეს და ერთი ფრედ ითამაშეს. „ტორპედომ“ თვე „არაბული გაზაფხულით“ დაასრულა. 15 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 16 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე აინაცვლა, ხოლო ქობულეთის „შუქურა“ 14 ქულით მე-7 პოზიციაზე დააქვეითა.

დატოვე კომენტარი