ეროვნული ლიგა | მეთოთხმეტე ტურის ტოპ-3 გოლი​  [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-14 ტური შედეგიანი ვერ გამოდგა. 5 მატჩში ხმოლოდ 12 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 2,4 გოლია შეხვედრაში. ამ გოლებიდან შევეცადეთ საუკეთესოები გამოგვერჩია.

 

3. საბა ხვადაგიანი

დინამო თბ. – თელავი 1:0

საბა ხვადაგიანმა თბილისის „დინამოში“ სადებიუტო გოლი გაიტანა, რომლითაც გუნდს „თელავთან“ გამარჯვება მოუტანა. გოლი ძალიან ეფექტური და ლამაზი გამოვიდა – შეტევაში ჩართულმა 18 წლის მცველმა „თელავის“ კარი მოჭრილი დარტყმით აიღო.

 

2. მათე კვირკვია

ლოკომოტივი – სამტრედია 3:1

„სამტრედიას“ შემტევმა ნახევარმცველმა ყველაფერი ინდივიდუალურად და სწრაფად გააკეთა, მცველს სააჰერო ბრძოლა მოუგო, მერე მცველს გაცდა და მახვილი კუთხიდან გაიტანა. ეფექტური თამაში და ლამაზი გოლი იყო.

 

1. გიორგი კოხრეიძე

დინამო ბთ – საბურთალო, 4:1

„ბათუმი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში 5 გოლი ჩაითვალა, 4 გოლი გავიდა და მხოლოდ ერთჯერ შეირხა მასპინძელთა კარი. მაგრამ „საბურთალოს“ გოლი აღსანიშნავია დინამიზმით, კომბინაციის სწრაფი და აზრიანი გათამაშებით და თავდამსხმელი კარგი ეფექტური დარტყმით – მარჯვენა ფლანგზე შეტევა გიორგი გოჩოლეიშვილმა განავითარა, მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც გიორგი კოხრეიძემ მცველს დაასწრო და მოჭრილი თავური დარტყმით ეფექტურად გაიტანა.