მეცამეტე ტურის ტოპ-3 გოლი - ახვლედიანი, გაბედავა, შინდაგორიძე [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ხუთ მატჩში 14 გოლი გავიდა – ტურს უხვგოლიანი არ ეთქმის, მაგრამ საშუალოდ 2,8 გოლიც ცუდი შედეგი არაა. ამ მატჩებში რამდენიმე კარგი გოლი ვიხილეთ, საიდანაც სამი გამოვარჩიეთ.

 

3. ლაშა შინდაგორიძე

სამტრედია – დინამო (ბთ) 0:2

„ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ გამართული შეხვედრის გმირი ლაშა შინდაგორიძე იყო, რომელმაც ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ძალიან ეფექტური იყო მისი გოლი, რომელიც მახვილი კუთხიდან ოსტატურად გაიტანა.

 

2. გიორგი გაბედავა

საბურთალო – დინამო თბ 0:4

სტუმრებმა სწრაფი და ეფექტური შეტევა განახორციელეს, რომელიც გიორგი პაპავამ წამოიწყო და თორნიკე მორჩილაძემ მშვენიერი ფლანგური გადაცემით გაუგრძელა „დინამოში“ შეცვლაზე შესულ გიორგი გაბედავას, რომელმაც ერთი შეხებით, ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა.

 

1. ილია ახვლედიანი

დილა – სამგურალი 1:2

„თენგიზ ბურჯანაძეზე“ წყალტუბოელებმა მორიგი სენსაცია მოახდინეს და – გორის „დილა“ დაამარცხეს. „სამგურალის“ მეორე გოლი სწრაფი კონტრშეტევის მაგალითიც იყო, გიორგი ბუხაიძის კარგი გადაცემაც აღსანიშნავია და ილია ახვლედიანის ერთი შეხებით ეფექტური დარტყმაც, რომელიც მისთვის ეროვნულ ლიგაში სადებიუტო იყო, გუნდს კი მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.