ფრანგული გამოცემა – პსჟ-ში კვარაცხელიას შემცვლელად დიასს ასახელებენ #1TVSPORT

00:15, 13.11.2026

„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად ლუის დიასს განიხილავს – წერს ინტერნეტგამოცემა foot01.

„რამდენიმე კვირის წინ „ბარსელონასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. გავრცელებული ხმებით, „პარი სენ-ჟერმენი“ აქტიურად განიხილავს იანვარში ახალი ფეხბურთელის დამატების საკითხს, რათა ქართველი ვარსკვლავის ხანგრძლივი არყოფნა კომპენსირდეს.

ვინაიდან კვარაცხელია, სავარაუდოდ, სულ მცირე, ექვსი თვე ვერ ითამაშებს, ლუის ენრიკე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გარემარბის დამატების საჭიროებას აფასებს. კოლუმბიური პრესის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ ბოლო განხილვისას ლუის დიასის კანდიდატურა წამოჭრა, რომელმაც მიუნხენის „ბაიერნში“ 2025-2026 წლების ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.

29 წლის თავდამსხმელი, რომელსაც მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე აკავშირებს, ამჟამად ტრავმირებულია და ვერ თამაშობს. ამავე დროს ფეხბურთელთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ კოლუმბიელი მხოლოდ გამოჯანმრთელებასა და „ბაიერნში“ სრული სათამაშო კონდიციების დაბრუნებაზეა კონცენტრირებული“.

მსგავსი