„ტორპედოს“ აკადემიამ „ატეიტის თასზე“ მესამე ადგილი დაიკავა - ქუთაისელთა მეკარე საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
ლიეტუვაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი „ატეიტისის თასი“, რომელშიც ორი ქართული აკადემია იყო მიწვეული. ქუთაისის „ტორპედოს“ 13 წლამდელთა გუნდმა ღირსეულად იასპარეზა და საპატიო მე-3 ადგილი დაიკავა.
ქუთაისის „ტორპედოს“ 13 წლამდელთა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და გათამაშების მეოთხედფინალში „საბურთალოს“ აკადემიას დაუპირისპირდა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ქუთაისელებმა გაიმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
„საბურთალო“ მე-5 ადგილისთვის დონეცკის „შახტარს“ შეხვდა და დამარცხდა, ხოლო „ტორპედომ“ ნახევარფინალი კიევის „ლოკომოტივთან“ დათმო და მესამე ადგილისთვის კაუნასის „ჟალგირისს“ დაუპირისპირდა. ძირითადი დრო 0:0 დაასრულა, პენალტების სერიაში კი ქუთაისელებმა მეტოქეს აჯობეს და მესამე ადგილი დაიკავეს. „საბურთალო“ მე-7 ადგილისთვის ლიეტუვას „გელეძინის ვილკასს“ შეხვდა და 5:0 დაამარცხა.
გამარჯვებული შვედური კლუბი, სტოკჰოლმის „ჰამარბიუს“ აკადემია გახდა, რომელმაც ძირითად დროში კიევის „ლოკომოტივს“ ვერ აჯობა, მაგრამ უკრაინული კლუბს პენალტების სერიაში სძლია და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
ტურნირის საუკეთესო მეკარედ ქუთაისის „ტორპედოს“ 13 წლამდელთა გუნდის კარის დარაჯი ლუკა მამასახლისი დასახელდა, რომელმაც საოცარი ტურნირი ჩაატარა – მან 4 პენალტი მოიგერია, 2 კი თავად გაიტანა.