„შოთას თასი 2022“ დასრულდა - ორი გამარჯვებული უცხოეთიდანაა #1TVSPORT
„შოთას თასი 2022“ დასრულდა - ორი გამარჯვებული უცხოეთიდანაა #1TVSPORT

ბათუმში დასრულდა შოთა მამინაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი „შოთას თასი 2022“.

ტურნირში მონაწილეობდა 4 ქვეყნის 28 გუნდი, 500 ბავშვი და ჯამში ჩატარდა 80 შეხვედრა. ტურნირი ორიგინალური ფორმატით ოთხ კატეგორიაში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორებმა ჯგუფური ეტაპის და პლეი ოფის შედეგებით 4 ფინალი გამართეს – ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და ბრილიანტის. ყველაზე პრესტიჟულ, ბრილიანტის ლიგის ფინალურ შეხვედრაში „დინამო თბილისის“ აკადემია აზერბაიჯანულმა „ვატანს“ დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობის მიუხედავად მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა და ტურნირის ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

ასევე უცხოური გუნდის გამარჯვებით დასრულდა ვერცხლის ლიგის გათამაშება, სადაც მთავარ პრიზს ლატვიური გუნდი „რიგას ფს“ დაეუფლა. ქართულმა გუნდებმა მოიგეს ოქროსა და ბრინჯაოს ლიგები – პირველში „საბურთალომ“ იმარჯვა, მეორე – „ვილიარეალი-საქართველოს“ აკადემიამ.

გამარჯვებულები:

ბრილიანტის ლიგა

ვატანი აზერბაიჯანი

ოქროს ლიგა

საბურთალო

ვერცხლის ლიგა

რფს, ლატვია

ბრინჯაოს ლიგა

ვილიარეალი-საქართველო

1986 წლის 30 აგვისტოს ბათუმში დაბადებული შოთა მამინაშვილი ბათუმის „დინამოს“ მეკარე გახლდათ, უთამაშია ხელვაჩაურის „მაჭახელაში“ და ქობულეთის „შუქურაში“, 2016-2017 წლებში კი „ზუგდიდში“ გამოდიოდა, რომლის მატჩის დროსაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.