საერთაშორისო ტურნირის ფინალისტები ცნობილია - „შახტარი“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
საერთაშორისო ტურნირის ფინალისტები ცნობილია - „შახტარი“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდება #1TVSPORT

„ბენდელას“ სტადიონზე საერთაშორისო საფეხბურთო თასის გათამაშება დასკვნით ეტაპს მიუახლოვდა. ტურნირზე, რომელშიც მთავარი პრიზისთვის 2008 წელს დაბადებულთა გუნდები მონაწილეობენ, დღეს ფინალისტები გამოვლინდა.

პირველ ნახევარფინალურ წყვილში ესპანური საფეხბურთო აკადემია „ვალენსიას“ გუნდი ყაზახეთის წარმოამდგენლებს, „კასპიისკს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – 3:0. დანიელ ხიმენესმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ვიკტორ დურანის ანგარიშზეა.

მეორე ფინალისტის ვინაობას „საბურთალო“ და დონეცკის „შახტარი“ არკვევდნენ. მე-19 წუთზე უკრაინული გუნდი საჯარიმო დარტყმით ეჰორ კოსტიუკმა დააწინაურა. „საბურთალოს“ დიდი მცდელობის მიუხედავად, თბილისელებმა თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლეს და დონეცკელებმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

მე-3 ადგილისთვის ხვალ „საბურთალო“ „კასპიისკის“ 15:30 საათზე შეხვდება, ხოლო ფინალში დონეცკის „შახტარი“ „ვალენსიას“ 17:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩები „ბენდელას“ სტადიონზე გაიმართება.