„ტორპედომ“ შეკრება მოგებით დაასრულა – კვიპროსელებს დებიუტანტმა გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

23:00, 18.02.2026

ქუთაისის „ტორპედომ“ მოსამზადებელი შეკრება მოგებით დაასრულა – დირკ შუსტერის გუნდი კვიპროსულ „აია ნაპას“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ქუთაისელები გუნდის დებიუტანტის, „ტორპედოს“ აკადემიის აღზრდილის, თორნიკე ანთიას გოლით 27-ე წუთზე დაწინაურდნენ და ტაიმი 1:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ კი „აია ნაპას“ კარი კომნენ ანდრიჩმა (65) და ვიქტორ ბლიზნიჩენკომ (77) აიღეს.

„ტორპედო“: კლიაიჩი, ჭითანავა, მანე, კუპრავა, კატკოვი, პერტაია, მამუჩაშვილი, ანთია, ბლიზნიჩენკო, ლიმა, პირესი.

შეცვლაზე ითამაშეს: გოშაძე, ბუკია, ნადარაია, ჩერიფი, სიმიჩი, ზიტა, ითრაქი, კოხრეიძე, არაბიძე, ანდრიჩი

ქუთაისის „ტორპედომ“ შეკრება 8 თებერვლიდან 20 თებერვლამდე კვიპროსში გაიარა, სამი ამხანაგური მატჩი გამართა – 2 მოიგო (1:0 „არარატ-არმენიასთან“ და 3:1 „აია ნაპასთან“), ხოლო ერთი ფრედ დაასრულა – 1:1 დანიურ „ლუნგბიუსთან“.

„ტორპედო“ 28 თებერვალს ეროვნულ ლიგაში პირველ შეხვედრას გამართავს. გუნდი საკუთარ მოედანზე ლიგის დებიუტანტს, „სპაერს“ უმასპინძლებს.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა გორის „დილამ“ თურქულ შეკრებაზე დასკვნითი ამხანაგური შეხვედრა ყირგიზეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „ბარსთან“ გამართა და ფრედ 1:1 დაასრულა.

„დილას“ მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი თავდამსხმელი შოთა შეყილაძე გახდა.

თურქულ შეკრებაზე დიეგო ლონგოს გაწვრთნილებმა აქამდე სამი მატჩი ჩაატარეს. 6 თებერვალს პირველ ამხანაგურ მატჩში ყირგიზეთის უმაღლესი ლიგის „ბიშკეკ სითი“ 2:1 დაამარცხეს, მერე ნორვეგიის უმაღლესი ლიგის „ტრომსოს“ 2:0 სძლიეს და მხოლოდ უკრაინულ დონეცკის „შახტართან“ დამარცხდნენ – 2:3.

„დილა“ არუნა უატარამ დატოვა და კარიერას ჩეხეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „პადრუბიცეში“ გააგრძელებს, სადაც ქართველი მეკარე ლუკა ხარატიშვილი გამოდის. არუნა გორელებთან ერთად საქართველოს თასის და საქართველოს სუპერთასის მფლობელია.

მსგავსი