„ტორპედომ“ ორი ახალწვეული წარადგინა
„ტორპედომ“ ორი ახალწვეული წარადგინა

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ ორი ახალი მოთამაშე დაიმატა – აღშანიშნავია, რომ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ფეხბურთელები ჯერ კიდევ დათოვლილ მოედანზე გავიდნენ.

რაც შეეხება ახალწვეულებს: „ტორპედოში“ გურამ ადამაძე დაბრუნდა – 31 წლის ცენტრალური მცველი
ქუთაისელია, რომელიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და ყველა მნიშვნელოვანი ქართული ტიტულის მფლობელია – ეროვნული ლიგის ჩემპიონი (2008/2009), საქართველოს თასისა (2009/2010) და სუპერთასის გამარჯვებული (2009/2010). ბოლოს იანვარში ქობულეთის „შუქურაში“ ჩაირიცხა, მაგრამ მოშბლიური ქალაქის გუნდში გადასვლა ამჯობინა.

„ტორპედომ“ სერბი საყრდენი ნახევარმცველი ვანია მარკოვიჩიც წარადგინა – ის კლუბს ერთწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ის თამაშობდა ბელგრადის „პარტიზანში“, პოლონური „კორონაში“, მაკედონიურ „ვარდარში“, პორტუგალიურ „ფარენსესა“ და უნგრულ „კაპოშვარში“. ასევე იყო სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი.