„ტორპედომ“ ოფიციალურად დაადასტურა - მჭედლიძე ქუთაისურ გუნდში ჩაირიცხა #1TVSPORT
„ტორპედომ“ ოფიციალურად დაადასტურა - მჭედლიძე ქუთაისურ გუნდში ჩაირიცხა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლევან მჭედლიძესთან კონტრაქტი გააფორმა – 31 წლის ფორვარდი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ქუთაისის „ტორპედოს“ მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ლეგენდარული რამაზ შენგელიას შვილმა, გიორგი შენგელიამ მოაწერა, რომელიც კლუბის დირექტორატის წევრია.

თუმცა, ჯერაც უცნობია, საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა თავდამსხმელმა კონტრაქტი რა ვადით გააფორმა. არაოფიციალურად კი გავრცელდა ცნობა, რომ წლის ბოლომდე ითამაშებს.

ლევან მჭედლიძე კარიერის დასაწყისში გორის „დილადან“ „ემპოლიში“ გადავიდა. ასევე უთამაშია „პალერმოში“. ქართველ თავდამსხმელს კარიერის აწყობაში ხელი ქრონიკულმა ტრავმებმა შეუშალა. მან საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონ იტალიასთან ჩაატარა, ხოლო შოტლანდიასთან გოლიც გაიტანა.

სულ მჭედლიძემ „ჯვაროსნების“ ფორმით 32 მატჩი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. საქართველოში გამოდიოდა „დინამო თბილისსა“ და ბათუმის „დინამოში“, რომელიც სეზონის დაწყებიდან მცირე ხანში დატოვა.