„ტორპედომ“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა – ქუთაისელებმა „ლილიდან“ ნახევარმცველი მიიწვიეს #1TVSPORT

20:30, 16.02.2025

ქუთაისის „ტორპედომ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა და ფრანგული „ლილიდან“ 19 წლის ფრანგი ნახევარმცველის, კისლეი ზიტას ტრანსფერი გამოისყიდა. ფრანგულ კლუბთან შეთანხმების საფუძველზე, ზიტას შემდეგი ტრანსფერიდან „ლილს“ ეკონომიკური უფლებების 30% დარჩება.

„ტორპედოს“ ახალწვეული „ლილის“ აღზრდილია, ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა და გუნდის გამორჩეული ლიდერიც გახლდათ.

ზიტას დებიუტი დღეს ესპანურ შეკრებაზე ნორვეგიული „ჰოდის” წინააღმდეგ შედგა. „ტორპედომ“ ზიტასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი