„ტორპედო“ ყაზახეთშია და კონფერენს ლიგაზე „ორდაბასთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
„ტორპედო“ ყაზახეთშია და კონფერენს ლიგაზე „ორდაბასთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახეთში გაემგზავრა და შიმკენტის ​„ორდაბასთანკონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის ემზადება.

დირკ შუსტერმა გუნდის ყაზახეთში გამგზავრება თამაშამდე ოთხი დღით ადრე გადაწყვიტა. მიზეზი შიმკენტის სპეციფიკურ, ცხელ კლიმატთან ადაპტაციაა, რათა გუნდმა საპასუხო შეხვედრა უკეთ ჩაატაროს.

გუნდებს შორის პირველი მატჩი საქართველოში „ტორპედოს“ გამარჯვებით, 4:3 დასრულდა. საპასუხო მატჩი 17 ივლისს შიმკენტში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

„დილა“ ლუქსემბურგის „რასინგთან“ მატჩისთვის გორში ემზადება, გუნდმა მეტოქეს ლუქსემბურგში 2:1 სძლია. ეს შეხვედრაც „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 17 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.