„ტორპედო“ თურქეთში ემზადება – ჩხეტიანი ფეხბურთელებში ძალას ხედავს
„ტორპედო“ თურქეთში ემზადება – ჩხეტიანი ფეხბურთელებში ძალას ხედავს

3 თებერვალს „ტორპედო“ ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში აგრძელებს. გუნდის ხელმძღვანელობამ შეკრებაზე ხუთი ამხანაგური მატჩი დაგეგმა.

6 თებერვალი – პანდევის „აკადემია“
7 თებერვალი – მინსკის „დინამო“
9 თებერვალი – „რადი“
13 თებერვალი – ლვოვის „კარპატი“
16 თებერვალი – კიევის „არსენალი“

გუნდი ორი დღეა, რაც ანტალიაშია. სამწვრთნელო შტაბი ყურადღებას აქცევს როგორც ტაქტიკურ ვარჯიშს, ისე – ფიზიკურ მომზადებას.

დღეს „ტორპედო“ პირველ ამხანაგურ მატჩს პანდევის „აკადემიასთან“ გამართავს, მანამდე კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეკრების პირველი ორი დღე შეაფასა.

„ძალიან კარგ პირობებში ვიმყოფებით, რაც გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. შეკრების ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ხუთი ამხანაგური მატჩი, რომელთა შემდეგ გუნდმა ოპტიმალურ ფორმას უნდა მიაღწიოს. გვყავს რამდენიმე ახალწვეული. მათ ადაპტირებაში ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ეხმარებიან. ძალიან მეგობრული გარემოა შექმნილი. ეს ფეხბურთელები ერთად დიდ ძალას წარმოადგენენ და ვეცდებით, ახალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. 24 თებერვალს სუპერთასია, „ტორპედოსთვის“ კი ყველა ტიტული მნიშვნელოვანია, ამიტომ სათანადოდ მოვემზადებით და ტიტულისთვის ბოლომდე დავიხარჯებით“ – ამბობს კახა ჩხეტიანი.