„ტორპედო“ მოლაპარაკებას პარაგვაელ თავდამსხმელთან აწარმოებს #1TVSPORT
„ტორპედო“ მოლაპარაკებას პარაგვაელ თავდამსხმელთან აწარმოებს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, კიდევ ერთი ლეგიონერით გაძლიერდეს – საუბარია მაურო ანდრეს კაბალეროზე.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის პარაგვაელ თავდამსხმელთან​ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

ასუნსიონისლიბერტადის“ აღზრდილი მაურო კაბალიერო 2013 წლის დასაწყისიდან „პორტუს“ ფეხბურთელი გახდა, მაგრამ მხოლოდ სარეზერვო გუნდში თამაშობდა. შემდეგ იყო იჯარით პორტუგალიურ „პენაფიელში“, ასევე თამაშობდა „ავეშში“, ლიხტენშტეინის „ვადუცში“, რომელიც შვეიცარიის სუპერლიგაში თამაშობდა.

კაბალიეროს გუნდების სიაშია ასევე პარაგვაის „ოლიმპია“, ჩილეს „პალესტინო“, „სან ლუის კვილოტა“ და „უნიონ ესპანიოლა“, ხოლო 2021 წელს ევროპაში დაბრუნდა და კონტრაქტი პორტუგალიურ „აროკასთან“ გააფორმა.