ტორპედო ჩემპიონატის ბოიკოტს არ აპირებს და გუნდით ინვესტორები დაინტერესდნენ
ტორპედო ჩემპიონატის ბოიკოტს არ აპირებს და გუნდით ინვესტორები დაინტერესდნენ
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა განაცხადა, რომ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, გუნდი ჩემპიონატის ბოიკოტს არ აპირებს.
 
„ჩემპიონატის თამაშებზე აუცილებლად გავალთ. დიახ, პრობლემა გვაქვს, მაგრამ „ტორპედო“ ჩემპიონატის ჩაშლას ხელს არ „შეუწყობს“. გავალთ და ვითამაშებთ. მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები! არანაირი ბოიკოტი – ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა. აღარაა თანხა, შესაბამისად, გუნდი ვერ ივარჯიშებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“ – ამბობს კახა ჩხეტიანი.
ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდით ინვესტორები დაინტერესდნენ.
„ქუთაისის „ტორპედოთი“ დაინტერესებულები არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. დღეს ქალაქის მერიაში ერთ-ერთ ინვესტორს შევხვდით და იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება“ – აცხადებს ჩხეტიანი.