ტორონტოში სროლისას სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი დაშავდა

08:23, 23.07.2018

კანადაში, ტორონტოს გარეუბანში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არის მცირეწლოვანი ბავშვი.

დაშავებულები სამედიცინო ცენტრში უკვე გადაიყვანეს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელის ადგილზე ლიკვიდირება მოახერხა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები არიან მობილიზებულნი. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

 

მსგავსი