ტორონტოში ფეხით მოსიარულეებს სატვირთო მანქანა შეეჯახა. ინფორმაციას კანადის პოლიცია ავრცელებს.
შეჯახება ხალხმრავალ გზაჯვარედინთან მოხდა. ოფიციალური პირების მონაცემებით, სატვირთო 10-მდე ადამიანს შეეჯახა.
ტორონტოს პოლიციის ცნობით, სატვირთო მანქანა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით, რამდენიმე უბნის დაშორებით მისი შეჩერება და მძღოლის აყვანა მოხერხდა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მოხდა. სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, ინციდენტის ადგილიდან თავი შორს დაიჭირონ. შეჩერებულია ახლომდებარე მიწისქვეშა ტრანსპორტის მუშაობაც.
ჯერჯერობით არ ვრცელდება კონკრეტული დეტალები სატვირთოს მძღოლის შესახებ.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო. მისი თქმით, მომხდარის შესახებ ჯერ პირველადი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და დამატებითი დეტალები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.