ტორონტოში, ერთ-ერთ ბარში სროლის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაშავდა
ტორონტოში, ერთ-ერთ ლუდის ბარში სროლის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხ დაშავებულს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს.
პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავემ მიმალვა მოასწრო და ახლა მის დასაკავებლად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
თავდასხმის მოტივი უცნობია.