ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ნინო ჟვანიას ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა
ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ნინო ჟვანიას ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, ნინო ჟვანიას ახალი ფილმის „აღლუმის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად რეჟისორი ავრცელებს.

ფილმი „აღლუმი“ ბავშვობის სამი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს. ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალია, მეორე – ქუჩის მხატვარი, ხოლო მესამე – ავანტურისტი მექალთანე მსახიობი. მათ მხოლოდ წარსულის მოგონებები და ის აქვთ საერთო, რომ ვერც ერთი მათგანის ცხოვრება ვერ აეწყო.

ისინი ბავშვური გატაცებით გადაეშვებიან თავიანთ უკანასკნელ თავგადასავალში, რომელიც მრავალ მოულოდნელ შეხვედრას, ტკივილსა და სიხარულს უმზადებს.