ტორონტოს გარეუბანში სროლის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 12 ადამიანი

16:35, 23.07.2018

კანადის ქალაქ ტორონტოს გარეუბანში სროლის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 12 ადამიანი.

სამართალდამცველების განცხადებით, მათ შორისაა ერთი მცირეწლოვანი გოგონა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათივე ცნობით, 29 წლის თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.

სამართალდამცველები მოტივის შესახებ ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ. განიხილება ყველა ვერსია.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, 25-30-მდე გასროლის ხმა გაიგეს.

მსგავსი