თორნიკე ყიფიანის სიმღერისა და ვიდეოს პრეზენტაცია 3 მარტს „ახალი დღის“ ეთერში შედგება
თორნიკე ყიფიანის სიმღერისა და ვიდეოს პრეზენტაცია 3 მარტს „ახალი დღის“ ეთერში შედგება

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერისა და ვიდეოს პრეზენტაცია 3 მარტს „ახალი დღის“ ეთერში შედგება.

სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია.

თორნიკე ყიფიანის სიმღერაზე გადაღებული ვიდეო ხვალ დაიდება ვებგვერდ Eurovision.tv-ზე.

თორნიკე ყიფიანის სიმღერის Take Me As I Am თიზერი დღეს გავრცელდა.

ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.