თორნიკე შენგლიას „ბასკონიამ“ ევროლიგის გათამაშებაზე „ხიმკისთან“ ერთი ქულის სხვაობით წააგო
თორნიკე შენგლიას „ბასკონიამ“ ევროლიგის გათამაშებაზე „ხიმკისთან“ ერთი ქულის სხვაობით წააგო

„ევროლიგის“ მე-6-ე ტურში, მეხუთე მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ესპანურმა გუნდმა, რამდენიმე წუთის წინ დარულებული შეხვედრა, რუსულ „ხიმკისთან“ ერთი ქულის სხვაობით წააგო.

მოსკოვში გამართული მატჩი, ბოლო წუთებამდე, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ტაიმი სტუმრებმა, რვა ქულის სხვაობით მოგეს. თამაშის მეორე ნახევარი კი, “ხიმკის“ უპირატესობით წარიმართა. თამაშს, საკმაოდ დაძაბული ფინიში ჰქონდა. გამარჯვებული უკანასკნელ წამებზე გამოვლინდა. საბოლოოდ, გეორგიოს ბარძოკასის გუნდმა 91-90 მოიგო.

ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი, ძირითად ხუთეულში იყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა. შენგელიას მონაგარმა: 14 ქულა და 4 მოხსნა შედაგინა. მის გუნდში, საუკეთესო მაჩვენებელი, მეტ ჯენინგს ჰქონდა, რომელმაც 19 ქულა მიითვალა აქტივში.

რუსულ კლუბში, 20-20 ქულით, ალექსეი შვედი და ანტონ გილი გამოირჩნენ.

„ხიმკიმ“ სატურნირო ცხრილში, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. „ბასკონია“ ამ ეტაპზე გათამაშების ერთერთი აუტსაიდერია.

პედრო მარტინესის გუნდის მომდევნო მეტოქე, მადრიდის „რეალი იქნება“