თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ულმი“ დაამარცხა და ევროთასის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ულმი“ დაამარცხა და ევროთასის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მორიგ ტიტულს უახლოვდება. მისმა „ვირტუსმა“ შინ გერმანული „ულმი“ დაძაბულ ბრძოლაში 83:77 დაამარცხა.

შეხვედრის ბოლო წუთზე ანგარიში თანაბარი იყო, როდესაც თორნიკე შენგელია ფარქვეშ შეიჭრა, თუმცა სამ მეტოქესთან ბრძოლაში ბურთი ვერ ჩააგდო, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა მისი თანაგუნდელი ჟაიტე, რომელმაც ბურთი მოხსნა, კალათში ჩააბრუნა და 79:77. ამის შემდეგ ულმელები სწრაფი ფოლების ტაქტიკაზე გადავიდნენ, თუმცა ამან შედეგი მხოლოდ ბოლონიელებს მოუტანა.

ჟაიტემ 27 ქულა, 11 მოხსნა მოაგროვა და მატჩის MVP გახდა. თორნიკე შენგელიას მონაგარი ასეთი იყო:

28 წუთი, 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა.

ბოლონიის „ვირტუსი“ ევროთასის ნახევარფინალში ესპანურ „ვალენსიასა“ და ფრანგულ „ბულონს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.