თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო #1TVSPORT
Tornik’e Shengelia EA7 Emporio Armani Olimpia Milano - Segafredo Virtus Bologna Frecciarossa Supercoppa 2023 - Semifinali Legabasket LBA Serie A UnipolSai 2023-2024 Brescia, 23/09/2023 Foto B.Costantini / Ciamillo-Castoria
იტალიის ჩემპიონატში მეხუთე მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. ბოლონიური კლუბი ნეაპოლს ესტუმრა და „ნაპოლი“ 88:75 დაამარცხა.
ვინაიდან გამარჯვებულის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა, მწვრთნელმა ლუკა ბანკიმ თორნიკე მხოლოდ 16 წუთი ათამაშა. ამ დროში მან 12 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.
მატჩის ბომბარდირი ნეაპოლელი ტომისლავ ზუბჩიჩი გახდა – 20 ქულა. მასპინძელთა შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა ჯეიკობ პულენმა, რომელმაც 21 წუთში 5 ქულა ჩააგდო.
ხუთი მოგებით „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველობას გიგა ჯანელიძის „ვენეციასთან“ იყოფს.