თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფი გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

ბოლონიის „ვირტუსმა“, რომელშიც თორნიკე შენგელია თამაშობს, იტალიის ჩემპიონატის პირველი საპლეიოფო მატჩი გამართა. ბოლონიელებმა „ბრინდიზის“ უმასპინძლეს და 104:68 გაიმარჯვეს.

შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 16 წუთი გაატარა, 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

სერია სამ მოგებამდეა. მომდევნო მატჩს „ვირტუსი“ ისევ ბოლონიაში, 15 მაისს გამართავს.